ხელოვნური სუნთქვის პარატზე 113 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 731 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

ამ დროისთვის რეგიონებში სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 101, იმერეთში - 75, ქვემო ქართლში - 61, შიდა ქართლში - 56, გურიაში - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 96, კახეთში - 49, მცხეთა-მთიანეთში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 700, საიდანაც: 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 568 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი, 621 პაციენტი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 989 პირი, აჭარაში - 2 340, იმერეთში - 1 082.

| Print |
FaceBook Twitter Google