22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა
დღეს დედამიწის საერთაშორისო დღეა. პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას, შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა.

ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას - დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

| Print |
FaceBook Twitter Google