სოფელ ბუშეტის ბაღში კორონავირუსი პედაგოგს აღმოაჩნდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღი კოვიდ 19“-ის შემთხვევის გამოვლენის გამო დაიხურა.

ინფექცია მუსიკის პედაგოგს დაუდასტურდა, რომელსაც კონტაქტი ბაღის აღსაზრდელებთანაც ჰქონდა. როგორც ააიპი თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ამ ეტაპზე ვირუსისათვის დახახასიათებელი სიმპტომები ბავშვებს არ უვლინდებათ, ხოლო დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მათივე განმარტებით, ბუშეტის ბაღში სააღმზრდელო პროცესი 10 მაისის შემდეგ განახლდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / ბუშეტი /