სტიქიამ ლაგოდეხი მნიშვნელოვნად დააზარალა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გუშინ მომხდარი სტიქიის შედეგად სოფლები: ჭიაური და ვარდისუბანი დაზარალდა.

ძლიერმა ქარმა საცხოვრებელს სახლებს სახურავი გადახადა. ასევე დაზიანებულია სათბურები და ბოსტნეულის მოსავალი. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ცალკეულ სოფლებს ენერგომომარაგება შეუწყდა. ამ დროისთვის მერიის წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე სწავლობენ და მიმდინარეობს სტიქიის გამო გამოწვეული ზარალის დათვლა.

| Print |
FaceBook Twitter Google