დედამიწის დღესთან დაკავშირებით გურჯაანში დასუფთავების აქცია გაიმართა
დღეს, ქალაქ გურჯაანში დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ "დასუფთავების სამსახურის" და მერიის თანამშრომლებმა ე.წ. პაპას და ბებოს ბაღების ტერიტორია დაასუფთავეს.

„დღეს არის დედამიწის დღე და ამასთან დაკავშირებით გაიმართა დასუფთავების აქცია. დავასუფთავეთ ჩვენთვის ორი მნიშვნელოვანი სკვერი „პაპას ბაღი“ და „ბებოს ბაღი“. დიდი მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო.“- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღეა. პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას, შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა.

| Print |
FaceBook Twitter Google