ჩვენ ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა უკეთ მოხდეს ეპიდსიტუაციის მართვა.


მისივე თქმით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მესამე ტალღისას. რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და ამასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება ორშაბათს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google