იმუნიზაციის საბჭო 18 წელს ზემოთ პირებში ჩინური ვაქცინის გამოყენებაზე იმსჯელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორშაბათს იმუნიზაციის საბჭო 18 წელს ზემოთ პირებში ჩინური ვაქცინა სინოფარმის გამოყენებაზე იმსჯელებს.

ვაქცინა შესაძლოა გარკვეულ ჯგუფებს, მათ შორის მასწავლებლებსა და ბაგა-ბაღების აღმზრდელებს შეეხოს.
„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ამ საკითხებს, სწორედ „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინის დაწყებასთან დაკავშირებით, რომ 18 წელზე ზემოთ, დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში, მაგალითად, მასწავლებლები, ბაღების აღმზრდელები, მაგალითად, პოლიცია, იუსტიციის სახლებში და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს წინადადებები შემუშავებული, მას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google