არსებობს სამი მიზეზი რაც ვაქცინაციის ტემპს აფერხებს - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ტქმით, არსებობს სამი რამ, რაც საქართველოში ვაქცინაციის ტემპს აფერხებს.

„სამი რამის ბრალია, რომ ვაქცინაცია ასეთი ნელი ტემპით მიდის. პირველია არაინფორმირებულობა, მეორე - არასწორი ინფორმირებულობა, როდესაც მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან, მესამე კი ის სამწუხარო შემთხვევა, რაც ახალციხეში მოხდა. ეს იყო სუფთა დამთხვევა. მე ცალსახად ვიტყვი და მზად ვარ შევხვდე ჩვენს ოპონენტებს - ჩვენ რომ გვაქვს ასეთი სამედიცინო სისტემა, ძალიან ბევრს არ აქვს. სად არის უცხოეთში ასეთი გამართული სისტემა?! უცხოეთებში ვაქცინაცია კეთდება მაღაზიებში, მანქანებში და ა.შ.“ - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google