„ნამახვანჰესის“ მიმდებარედ დამატებითი ბარიერები მოიხსნება
„ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია დამატებით ბარიერებს მოხსნის და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას.

ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.
საქართველოს მთავრობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.

| Print |
FaceBook Twitter Google