წვიმა და ელჭექი- როგორი ამინდი იქნება საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 28 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი,სეტყვა,ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

| Print |
FaceBook Twitter Google