სააღდგომო პერიოდში შეზღუდვების დაწესების გეგმას დღეს განიხილავენ
საკოორდინაციო საბჭო სააღდგომო პერიოდში შეზღუდვების დაწესების სამომავლო გეგმას დღეს განიხილავს. კვირაზე მეტია, რაც დადებითობის მაჩვენებელი 5%- ს უახლოვდება.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი შტამის გამოჩენის დიდი შანსია. მისივე თქმით, საქართველოში პიკური პერიოდი მაისის პირველ ორ კვირაში გამოვლინდება. მისივე განმარტებით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება და ამ ფონზე შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს.

| Print |
FaceBook Twitter Google