ვის აცრიან საქართველოში „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინით
ვინ აიცრება საქართველოში „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინით, ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭო დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს.


წინასწარი ინფორმაციით, „სინოფარმი“ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სარეგისტრაციო ფორმის შევსება ხვალიდან გააქტიურდება, ხოლო ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება. იმუნიზაციის საბჭოს წარმომადგენლებმა მოქალაქეთა სხვა კატეგორიებიც უნდა წარადგინონ, რომლებიც სხვა ვაქცინების მსგავსად „სინოფარმით“ აცრის პროცესში ჩაერთვებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google