პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები ხვალიდან დაიწყება
პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები ხვალიდან დაიწყება.


პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ახლა პირველი ვიცე-სპიკერი ასრულებს. ხვალ, პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 24 აპრილს წარადგინა.

| Print |
FaceBook Twitter Google