ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 126 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან ყ7ველაზე მეტი 285 თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 68, იმერეთი - 36, ქვემო ქართლში - 10, შიდა ქართლში - 10, გურიაში - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 49, კახეთში - 39, მცხეთა-მთიანეთში - 16, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174, საიდანაც: 3 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 644 პირი,. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, 727 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 414 - თბილისში, 284 - აჭარაში. 8 771 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 304 272 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 287 029 გამოჯანმრთელდა, 4 043 კი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google