მთავრობა რეგიონების განახლების მასშტაბურ პროექტს იწყებს
მთავრობა ქვეყნის მასშტაბურ განვითარებას იწყებს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, რეგიონების განახლების პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს.


„პროგრამა გულისხმობს მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ყველა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების, კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განვითარებას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება. ჩვენი ვარაუდით, 63 მუნიციპალიტეტში ივნისიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google