როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო დედამიწაზეა, ქვეყანა ვერ ჩაიკეტება - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი ინდური შტამის ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ძირითადად მედიის მოგონილია.

„ბრიტანული შტამი და ინდური შტამი - იქ არის ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ეს ყველაფერი ძირითადად მედიის მოგონილია. ეს არ შეიძლება ასე იანგარიშოთ, ეს ჩვეულებრივი მუტაციებია. კი ბატონო, მათში უფრო მეტი მუტაციაა. როდესაც მთელ მსოფლიოში რამე გავრცელდება, საქართველოც მთელი მსოფლიოს ნაწილია და ის მისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება. საქართველო მთვარეზე არ არის, საქართველო დედამიწაზეა. როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, ვერ ჩაიკეტება“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google