აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოზე გასვლა აიკრძალება
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

გარდა ამისა, შეიზღუდება სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა. ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები.
საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

| Print |
FaceBook Twitter Google