აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით - 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

„საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება. მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი. ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება მხოლოდ 1 დღით, 1-ლი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google