გურჯაანში საცურაო აუზი ჯერ ვერ გაიხსნება
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზის გახსნა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც ჩვენთან საუბარში დირექტორმა, გელა დალაქიშვილმა განმარტა, თვითონაც მოლოდინის რეჟიმში არიან.

„აუზში წყალი შევსებულია, მაგრამ ფუნქციონირებას ვერ ვიწყებთ. ველოდებით უქმე დღეებად გამოცხადებული პერიოდის გასვლას. 15 მაისის შემდეგ, თუ სიტუაცია გამოსწორდა, გავხსნით. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ რეგულაციები არ გვიშვებს. რაც შეეხება აბონემენტის გადასახადს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. გაძვირდა გადასახადები, ამიტომ ვფიქრობთ ფასი მიზერულად გავზრდოთ.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, აუზის გახსნა 5 აპრილისთვის იყო დაანონსებული.

| Print |
FaceBook Twitter Google