პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და მის შეურაცხყოფაზე ჯარიმა იზრდება
წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები იზრდება.

კანონპროექტის თანახმად, ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში 2 000-დან 3 000 ლარამდე განისაზღვრება, განმეორების შემთხვევაში კი, პირი 3 500-დან 4 500 ლარამდე დაჯარიმდება. ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით განისაზღვრება.

მოქმედი კანონმდებლობით, 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა 500 ლარით ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად კი, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას, ის უკვე 1 500-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდება.

173-ე მუხლის დროს მოქმედი კანონმდებლობით, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე.

"სტატისტიკური მონაცემებიდან ნათელია, რომ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ამჟამად მოქმედი სახდელის ზომა ვერ უზრუნველყოფს ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას. აღნიშნული სამართალდარღვევები ხელყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მმართველობის წესს", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პოლიცია / ჯარიმა /