„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება
საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება. ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება.

მიზნობრივ ჯგუფებს იმუნიზაციის საბჭო დაადგენს, რომლის სხდომაც დღეს გაიმართება. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, „სინოფარმის“ ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი, ხარისხიანობაზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google