მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა
რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, მუჟალსა და ჟაბეში მეწყერი ჩამოწვა და 8 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

სტიქიამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები და ნაპირდამცავი გაბიონები. ასევე დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სავარგულები.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მესტია / მეწყერი /