კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მთავრობის წევრები და დეპუტატები აიცრებიან
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე კვირიდან მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებით ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

„ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი. იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები;

შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი“-ნათქვამია საკოორდიანციო საბჭოს გადაწყვეტილებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google