კახი კავსაძე გარდაიცვალა
გენიალური ქართველი მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის ეროვნული თეატრი ავრცელებს.

მსახიობი რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).

| Print |
FaceBook Twitter Google