ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის“ მილიონამდე დოზას მივიღებთ - ეკატერინე ტიკარაძე
ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის“ მილიონამდე დოზას მივიღებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის“ მილიონამდე დოზას მივიღებთ, თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე. გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ 43 ათას „ასტრაზენეკას“ 30 აპრილისთვის. ასევე წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული „სინოფარმის“ მხრიდან ივნისში“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google