კახეთში ცვალებადი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე გათბება.

წვიმიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +24 გრადუსი და წვიმა დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და ქარის მატება არის მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /