კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ინდოეთში 200 ათასს გადააჭარბა
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 360 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 3 293 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 17.9 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 201 187 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google