დიდი შეკრება ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია ეპიდემიის გავრცელების - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია დიდი თავყრილობა.


„სამწუხაროდ, ჩვენ მესამე ტალღის დასაწყისში აგვიფეთქა მდგომარეობა იგივე დიდმა შეკრებებმა, საბედნიერო თუ სხვა მიზეზებით. როგორმე თავი შევიკავოთ ამისგან, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამაძლიერებელი ეპიდემიის გავრცელების. დღევანდელი მონაცემი სამშაბათის სინდრომია. ეს არის შაბათ-კვირას ინფიცირებულების რიცხვი და რეგისტრირდება მოგვიანებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ხვალ, ზეგ როგორი მდგომარეობა იქნება. თუ ისევ იქნება 1 500 -1 600, ეს უკვე ძალიან საგანგაშოა. ახლა რასაც ვაკვირდებით, დაახლოებით იმ ეტაპზე ვართ, რაც ინდიკატორების მიხედვით, ვიყავით ნოემბრის დასაწყისში. ხოლო ნოემბრის ბოლოს რა მდგომარეობაშიც ვიყავით, როგორმე იქამდე არ უნდა მივიყვანოთ ვითარება“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google