საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით კიდევ 1 706 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 706-მა ადამიანმა გაიკეთა.
სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 41 801-მა მოქალაქემ გაიარა. სრულად ვაქცინირებულია 4397 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 307 401 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 816, გარდაიცვალა 4 077 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google