კამპანიის #აჩუქეწიგნი ფარგლებში, ჭერემის სკოლის მოსწავლეებს წიგნები გადაეცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერიმ თეიმურაზ ზავრაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე, მერის თანაშემწემ ლიკა მედულაშვილი და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი სოფელ ჭერემის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებსა და სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს.

წიგნების გადაცემა კამპანიის #აჩუქეწიგნი ფარგლებში, განხორციელდა, რომელშიც ჩართული იყვნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არცილ ხანდამაშვილი, გურჯაანის რესურსცენტრის თანამშრომლები, საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და სხვა მოქალაქეები.

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდა. კამპანია #აჩუქეწიგნი გურჯაანში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქალბატონი დალი მინდიაშვილის ინიციატივით განხორციელდა.


| Print |
FaceBook Twitter Google