კახეთში წვიმიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე გათბება.

მცირე ნალექს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ძლიერი ქარი. ლაგოდეხშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +25 გრადუსი და წვიმა დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. იწვიმებს სიღნაღშიც. დღისით ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / წვიმა /