საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით, ქალი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 20 წლამდე ასაკის გოგონაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

| Print |
FaceBook Twitter Google