დღეს დიდი ხუთშაბათია
დღეს დიდი ხუთშაბათია. დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფეხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.

| Print |
FaceBook Twitter Google