თუშეთში 27 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცეს
თუშეთში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. ნობათები ადგილობრივ მოსახლეობას, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა გადასცა.


სურსათი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრში, სოფელ ომალოში ჩაიტანეს. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის თვემდე იკეტება და გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი, უფასო ავიარეისებს რეგულარულად ასრულებს.

წლევანდელ ზამთრის სეზონზე, თუშეთის სოფლებში 27 ადგილობრივია დარჩენილი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აღდგომა / თუშეთი /