ბაგა-ბაღებში სააღდგომო არდადეგები ხვალიდან იწყება
სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან შეწყდება.

„2021 წლის 30 აპრილიდან უკვე შეწყდება სააღმზრდელო პროცესი და 12 მაისის ჩათვლით არცერთი ბაგა-ბაღი არ იმუშავებს.“- განაცხადა სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა.

მისივე თქმით, 37-ვე ბაღში სააღმზრდელო პროცესი ხუთშაბათს, 13 მაისს განახლდება.

| Print |
FaceBook Twitter Google