დედოფლისწყაროში ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს
დედოფლისწყაროს სათნოების სახლში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

სოციალური სახლის ბენეფიციარებს მოახლოებული აღდგომის დღესასწაული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან ერთად მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.

საჩუქრების გადაცემის პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მკაცრი დაცვით შედგა. სადღესასწაულო დღეებში საქველმოქმედო აქციის ფარგლებში საახალწლო სასაჩუქრე კალათა ორასმა ბენეფიციარმა მიიღო.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google