კახეთში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე გათბება.

უხვ ნალექს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. იწვიმებს სიღნაღშიც. დღისით ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / წვიმა /