კახი კავსაძეს ხვალ დაკრძალავენ
კახი კავსაძეს პირველ მაისს, 14:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენებენ.
მსახიობს ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში, 27 აპრილს გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google