საქართველოში 747 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 923 თბილისში დაფიქსირდა .

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 107, იმერეთში - 90, ქვემო ქართლში - 82, შიდა ქართლში - 48, გურიაში - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 104, კახეთში - 44, მცხეთა-მთიანეთში - 47, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 15 407, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 747 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 150 პაციენტი. 749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 785 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 85, ხოლო აჭარაში - 14.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 406 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 989 პირი, აჭარაში - 2 767, იმერეთში - 1 314.

| Print |
FaceBook Twitter Google