სეტყვის განეიტრალება მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა - დელტა
29 აპრილს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად იქნა შემსუბუქებული, - აღნიშნულ ინფორმაციას სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი (სსტც) დელტა ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, რეგიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დღის მეორე ნახევარში შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა კახეთის ხუთი რაიონი.

„176 კმ2 საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა. მოსალოდნელი მარცვლების ზომა 31 მმ იყო.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ახმეტის, თელავის, ყვარელის, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონებში 13:58 სთ-დან 23:20 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.“
დელტაც ცნობით, გურშინ სულ 144 ერთეულამდე რაკეტა გაისროლეს.

მათივე ინფორმაციით, სეტყვასაშიში ღრუბლების დამუშავების პროცესი დასახლებული პუნქტების არსებობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ კახეთსი მოსულმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა.


| Print |
FaceBook Twitter Google