ლაგოდეხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
გუშინ საღამოს მოსულმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა როგოც ვენახებს, ასევე ერთწლიან კულტურებს.

მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
„გუშინ საღამოს დაიწყო სეტყვა და დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ძირითადად დაზარალდა სოფლები: ბაისუბანი, ქვემო მსხალგორი, პატარაგორი, კაბალი, გელათი და ნაწილობრივ განათლება. დაზიანდა ვენახები, ერთწლიანი კულტურები და ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. დაზიანების ხარისხია 50 %- დან ზემოთ. სტიქიის დაწყებიდანვე ოპერატიულად ჩვენი ძალებით ვეხმარებოდით მოსახლეობას, ახლაც გასულები არიან წარმომადგენლები, რომ სრულყოფილად აღწერონ ზარალი.“ - განუცხადა speqtri.ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google