კაჭრეთის ზონაში სტიქიის შედეგებს ხვალ დაითვლიან
დღეს კაჭრეთის ზონაში მომხდარი სტიქიის შემდეგ ადგილობრივებს შეხვდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად.

როგორც არჩილ ხანდამაშვილმა speqtri.ge-ს განუცხადა, ამ ეტაპზე, სეტყვისგან გამოწვეული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.

„ზარალთან დაკავშირებით ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. დღეს 9 საათზე გვექნება თათბირი და კომისიის შემადგენლობა ხვალ დილითვე გავა ადგილზე.
ვისაც სახლზე შიფერი ჰქონდა დაფარებული, ყველას სასწარო დახმარება სჭირდება.

კომისიის რაოდენობა უნდა გავზარდო და სასწრაფოდ დავითვალოთ ზარალი, რომ დავეხმაროთ ტენტებით, სანამ თანხებს მოვიძიებთ და შეკეთდება, წვიმის დროს, წყალი რომ არ ჩაუვიდეთ.“

რაც შეეხება ვენახებს, არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ისინი მოსახლეობას ვერ დაეხმარებიან.

„სახელმწიფო უკვე შესულია სადაზღთვევო თანხებში და ხარჯების 50 პროცენტს ფარავს. ვისაც დაზღვეული აქვს ნაკვეთი, სადაზღვეო კომპანია აუნაზღაურებს, დანარჩენს შემთხვევაში სახელმწიფო ვერ დაეხმარებათ.“


შეგახსენებთ, რომ დღეს ძლიერი სეტყვა იყო კაჭრეთში, ზემო კაჭრეთში, არაშენდასა და ქოდალოში. დაისეტყვა როგორც საკარმიდამო, ისე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ვენახები და ხეხილი. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ღობეები.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კაჭრეთი / სეტყვა /