კახეთში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა+24 გრადუსამდე გათბება.

წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს სიღნაღშიც, დღისით ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / წვიმა /