ამირან გამყრელიძე „სინოფარმით“ აიცრა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე დღეს ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” აიცრა. გამყრელიძე ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

შეგახსენებთ, ჩინური ვაქცინით აცრა საქართველოში დღეიდან იწყება. ეპიდემიოლოგების განმარტებით„სინოფარმი“ ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინაა. ხოლო მისი ეფექტიანობა 80 პროცენტია. ქვეყნის მასშტაბით, ჩინური ვაქცინის მისაღებად, რეგისტრირებულია 15 325 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google