კახეთში კვლავ იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება.

წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს სიღნაღშიც. დღისით ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / წვიმა /