„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება
დღეს „ასტრაზენეკის“ ვაქცინის მე-2 დოზაზე რეგისტრაცია იწყება. აცრის ჩატარება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს, რეგისტრაციის შემდეგ, მეორე დოზის მისაღებად ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში შეუძლიათ გამოცხადდნენ.

ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკის ვაქცინით ჩაიტარა. შეგახსენებთ, რომ 4 მაისიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google