გურჯაანში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო
გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსმა 252 დოზა ჩინური წარმოების, ,,სინოფარმის“ ვაქცინა მიიღო, რომელზეც ამჟამად უკვე ყველა ადგილი დაჯავშნულია.

ჯეოჰოსპიტალსის ხელმძღვანელის გელა ორველაშვილის განმარტებით, 3 კვირის განმავლობაში , მოქალაქეები სურვილის მიუხედავად, რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.
„დაიწყო სინოფარმის ტიპის ვაქცინაციით აცრა . ამჟამად უახლოესი სამი კვირის რეგისტრაცია უკვე შევსებულია. ჩვენთან სინოფარმით ვაქცინაცია ორი დღე: სამშაბათს და პარასკებს ტარდება, ხოლო ხუთშაბათს და შაბათს ასტრაზენეკათი. მიმაჩნია, რომ მალე უნდა აიცრას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. “

შეგახსენებთ, რომ კახეთს ,,სინოფარმის“ 2,200 -ზე მეტი დოზა გადაეცა, ვაქცინაცია 5 რაიონში მიმდინარეობს .

| Print |
FaceBook Twitter Google