ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 166 კოვიდინფიცირებული იმყოფება

დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი 1 359 თბილისში გამოვლინდა.



რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 135, იმერეთში - 202, ქვემო ქართლში - 83, შიდა ქართლში - 82, გურიაში - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 118, კახეთში - 54, მცხეთა-მთიანეთში - 70, სამცხე-ჯავახეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, საიდანაც: 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პაციენტი, 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 759 ადამიანი.

 

| Print |
FaceBook Twitter Google