მთავარია ბევრი ადამიანი აიცრას, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ - პაატა იმნაძე
მთავარია ბევრი ადამიანი აიცრას, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ყოველდღიური ინფიცირებულთა მაჩვენებელი რომ საშუალოდ 1 500-ია, რა თქმა უნდა, არის ძალიან დამაფიქრებელი და კიდევ და კიდევ გზა დღეს, რომ თავი დავიცვათ, ესაა პირბადე, დისტანცია, თავყრილობებისაგან თავის არიდება და ვაქცინაცია. მთავარია ბევრი ადამიანი აიცირას, (განსაკუთრებით რისკის მქონე) რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 294 252, გარდაიცვალა 4 163 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაქცინა / იმნაძე /