COVID-19-ის პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი - თამარ გაბუნია
კორონავირუსის პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„დღევანდელი მაჩვენებელი არ ასახავს ეპიდემიის ტენდენციას. ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულის პერიოდში არ გამოვლინდა და შესაბამისად არ განხორციელდა ანგარიშგებაც. ამიტომ COVID-19-ის პიკური მაჩვენებლები მაისის შუა რიცხვებში გამოვლინდება“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google